ევროკავშირთან საზღვრების გახსნა

"გავიგე, რა დავალებაც მოგცეს" - ვოლსკი ტაბულას ფრენების შესახებ კითხვის პასუხად

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

"თქვენ რა დავალებაც მოგცეს, გავიგე" - ასე პასუხობს ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი ტაბულას შეკითხვას, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, აქვს თუ არა საქართველოს იმის ფუფუნება, რომ ევროკავშირს საჰაერო საზღვრების გახსნაზე ცალმხრივად უთხრას უარი. 

"მე გეუბნებით, პრემიერმინისტრს ეს შეკითხვა უკვე დაუსვეს და მე არ მინდა, დავასწრო, მოუსმინეთ და თუკი გულნაკლული დარჩებით პასუხის სისრულით, მე შეგივსებთ". – უთხრა ვოლსკიმ ტაბულას ჟურნალისტს. 

25 ივნისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ, შესაძლოა, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა ივლისის ბოლომდე გაგრძელდეს. მთავრობა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კი გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 1-ლ აგვისტომდე არ აღდგება. მათ მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ ბილეთების ყიდვისაგან თავი შეიკავონ.

მოგვიანებით, იმავე დღეს Euronews-მა მოიპოვა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებისთვისაც ევროკავშირი საზღვრების გახსნას პირველი ივლისიდან გეგმავს. ამ სიაში საქართველოც შედის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები