ჰაკერული თავდასხმა

ჰაკერები ნიკი მინაჟისა და ლებრონ ჯეიმსის პირად დოკუმენტებს აუქციონზე გამოიტანენ

0 კომენტარი
ფოტო: Page Six

ჰაკერების დაჯგუფებამ REvil-მა იურიდიული ფირმის Grubman Shire Meiselas & Sacks-ის მონაცემთა ბაზა გატეხეს, რომელშიც გართობის ინდუსტრიის არაერთი წარმომადგენლის, მათ შორის მერაია ქერის, ნიკი მინაჟისა და ლებრონ ჯეიმსის ლეგალური დოკუმენტები ინახებოდა.

ცნობილი ადამიანების მონაცემების გარდა ფირმის ბაზაში იყო კომპანიების Bad Boy Records-ის, MTV-ს და Universal-ის მონაცემებიც.

"ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი ფაილი გვაქვს, იღბლიანი მყიდველები დარწმუნდებიან ამაში. შოუბიზნესი მხოლოდ კონცერტები და თაყვანისმცემლები არ არის, ეს არის დიდი ფული, სოციალური მანიპულაცია, სექსუალური სკანდალები, ნარკოტიკები და სხვა მზაკვრული ამბები". – დაწერეს ჰაკერებმა.

კიბერდამნაშავეები მერაია ქერის, ნიკი მინაჟის და ლებრონ ჯეიმსის საბუთებს აუქციონზე 1 ივლისს გამოიტანენ, საწყისი ფასი $600 000-ს შეადგენს. 3 ივლისს დაიდება Bad Boy Records-ის დოკუმენტები, საწყისი ფასი - $750 000. MTV-ის და Universal-ის მასალები 5 ივლისს $1 000 000-ად გაიყიდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები