თბილისის ქუჩები, რომლებსაც ამაღამ ელექტრომომარაგება შეუწყდება

ამაღამ ქსელში გადართვების გამო თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება.

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00 საათიდან 01 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჭავჭავაძის გამზირის, აბაშიძის, მოსაშვილის, მიშველაძის, ცხვედაძის, ტაბიძის, ფალიაშვილის, რაზმაძის, კავსაძის, ბერძენიშვილის და მუხაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01 საათიდან 03  საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიდი დიღმის  III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, პეტრიწის და მეფე მირიანის  ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ". – აცხადებს თელასი.

კომენტარები