სამნიძე სუს-ში გამოკითხვაზე

სამნიძე: სუს-ი თავად ხდება საფრთხე ამ ქვეყნისთვის, რადგან ემორჩილება ერთ ადამიანს

0 კომენტარი
ფოტო: http://eurus.ge/

დღეს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე სუს-ში გამოკითხეს. პოლიტიკოსი უწყებაში საბოტაჟის მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.

სამნაძისთვის გაუგებარია, თუ რატომ დაიბარეს გამოკითხვაზე, რადგან მას საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებაზე არანაირი ინფორმაცია არ აქვს.

"რატომ ვარ მე ამ საქმეში მოწმის სახით, ახლაც გაუგებარია ჩემთვის. რისი მოწმე შეიძლება ვყოფილიყავი?!

შეკითხვები იყო ჩემს Facebook კომენტარებზე, თითოეულ მათგანზე. მთავრი შეკითხვა იყო ვისგან მაქვს კონკრეტულად ინფორმაცია, რომ შესაძლებელია ყალბდებოდეს კოვიდდიაგნოზები. სამწუხარო ის არის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასეთი თემებით არ უნდა იყოს დაკავებული. თუ მათ ეჭვი აქვთ, რომ კონკრეტულ ადამიანებს ადგილობრივი მოხელეები სთავაზობენ თანხებს, ამის გამოძიებას არ უნდა აწარმოებდეს საბოტაჟის მუხლით და პოლიტიკოსები და ჟურნალისტები მათი კომენტარების გამო არ უნდა იკითხებოდნენ.

სუს-ი თავად ხდება საფრთხე ამ ქვეყნისთვის, რადგან ემორჩილება ერთ ადამიანს და არ ზრუნავს ქვეყანაზე". – თქვა ხათუნა სამნაძემ.

პოლიტიკოსი მისივე მოთხოვნით მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.

სამნიძის დაბარებამდე სუს-მა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მთავარი არხის სიუჟეტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყებამ ახალი კორონავირუსის შემთხვევების გაყალბებაზე მომზადებული სიუჟეტის ორი რესპონდენტი გამოკითხა. სუს-ის ცნობით, არხმა რესპონდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები "შეგნებულად არასწორად თარგმნა" და "ფაქტები დიამეტრულად განსხვავებული ინტერპრეტაციით გააშუქა".

სუს-ის განცხადებას მთავარი არხიც გამოეხმაურა. ტელეკომპანიის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5-საათიანი გამოკითხვის დროს, 20 ივნისს მთავარ არხზე გასული სიუჟეტის რესპონდენტები ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დააშინა.

სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები