თემქაზე, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სკვერში შევარდა და ჯებირები დააზიანა.
მძღოლი ავტომობილიდან გადმოხტა და მიმალვა სცადა, თუმცა ის შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში დააკავეს.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უწყების ცნობით, მძღოლს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა.