გიორგი შაქარაშვილის საქმე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მცხეთის სასამართლომ რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ მიიღო.

საქმეზე 17 პირი 26 ივნისს დააკავეს. მათგან რამდენიმე არასრულწლოვანია.

დაკავებულების ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობაზე საუბრობენ და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

"გადმოგვეცემა განჩინება აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შესახებ, გავეცნობით და, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ. ჩვენი პოზიცია უცვლელია, საქმეში არ არსებობს ფორმალური და ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც დაკავებულ პირებს უნდა შერჩეოდათ აღკვეთის უკიდურესად მძიმე სახე, პატიმრობა". – ამბობს ერთ-ერთი ადვოკატი.

შაქარაშვილის საქმეზე ოფიციალური – პროკურტურის ვერსია წაიკითხეთ აქ.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები