მკვლელობა ჩუმლაყში

მედია: ჩუმლაყში ცეცხლსასროლი იარაღით ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი დაჭრეს

ipn.ge

მედიის ცნობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ერთი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. დაჭრილია კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომლის ჯანრთელობის მდგომარეობაც კრიტიკულია.

დაჭრილი გურჯაანში, კლინიკა ჯეოჰოსპიტალსის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მედიის ცნობით, კლინიკის ხელმძღვანელმა, გელა ორველაშვილმა თქვა, რომ კაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით, ყელის არეში აქვს მიყენებული.

"სასწარაფომ კლინიკაში შემოიყვანა 28 და 39 წლის მამაკაცები. სამწუხაროდ, ერთი უკვე გარდაცვლილი იყო, მეორე მამაკაცის მდგომარეობა კი მძიმეა". – უთხრა მედიას გელა ორველაშვილმა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19,109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები