ქანიე ვესტი

ქანიე ვესტი GAP-თან ერთად YEEZY-ს ახალ ხაზს გამოუშვებს

0 კომენტარი
ქანიე ვესტი Yeezy-ს შოუზე.

ქანიე ვესტი თავისი ბრენდის, Yeezy-ს ახალ ხაზს Gap-თან ერთად გამოუშვებს – ამის შესახებ ოფიციალური განცხადება რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

Yeezy-ს ბრენდის ტანსაცმლის Gap-ის მაღაზიებში შეძენა მომხმარებელს 2021 წელს შეეძლება.

"ეს პარტნიორობა ქანიე ვესტისა და Gap-ის ურთიერთობის სრულ სურათს გვანახებს, რადგან თინეიჯერობისას ქანიე Gap-ის ჩიკაგოს ფილიალში მუშაობდა. ამის შემდეგ, ვესტი გახდა ძალა მუსიკისა, მოდისა, არქიტექტურისა და კიდევ სხვა რაღაცების. ჩვენი პარტნიორობა Gap-საც და Yeezy-საც ახალ აუდიტორიებს გაუჩენს". – წერია განცხადებაში.

Gap-თან ერთად გამოშვებული კოლექცია დამოუკიდებელი იქნება Yeezy-ს სხვა კოლექციებისგან. განცხადებაში წერია, რომ ახალი ხაზის ტანსაცმლის ფასები სხვა კოლექციებთან შედარებით დაბალი და უფრო მისაღები იქნება.

ქანიე ვესტს Gap-ში მუშაობის სურვილი აქამდეც გამოუხატავს. 2015 წელს მას ინტერვიუს დროს ნათქვამი აქვს, რომ Gap-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელობა სურს.

"ჩემი ერთ-ერთი ოცნება Gap-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელობა იყო. ვისურვებდი, რომ Gap-ის სტივ ჯობსი ვყოფილიყავი". – ამბობდა ის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები