კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: ორივე ახალი ინფიცირებული სატვირთო ავტომანქანის მძღოლია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული ორი ახალი პაციენტი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

"დღევანდელი მონაცემებითაც, ქვეყანაში სიმშვიდე გვაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვიგრძელდება ზომიერი, კონტროლირებადი მატება. დაგვემატა კვლავ ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა. ეს არის შემოტანილი შემთხვევები, ინფიცირებულები სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან". – თქვა ეზუგბაიამ.

29 ივნისის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 926 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 791 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 120 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები