The Simpsons

სიმპსონებში თეთრკანიანი მსახიობები სხვა კანის ფერის პერსონაჟებს აღარ გაახმოვანებენ

Screen Rent

ანიმაციურ სერიალ სიმპსონებში თეთრკანიანი მსახიობები სხვა რასისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელ პერსონაჟებს აღარ გაახმოვანებენ. ინფორმაციას შოუს პროდიუსერები ავრცელებენ.

წარსულში სიმპსონები ინდოელი პერსონაჟის, აპუს გამო არაერთხელ გააკრიტიკეს. საზოგადოების ნაწილის აზრით, სერიალი ინდოელი ემიგრანტების შესახებ ნეგატიურ სტერეოტიპებს ავრცელებს. 2017 წელს მსახიობმა ჰენკ აზარიამ კრიტიკის გამო აპუს გახმოვანებაზე უარი განაცხადა. 

სიმპსონების პროდიუსერებმა რამდენიმე წლის წინ შავკანიანი მსახიობი კევინ მაიკლ რიჩარდსონი მოიწვიეს, რომელმაც არაერთი აფროამერიკელი პერსონაჟი გაახმოვანა.

კომენტარები