მულანი

მულანის გამოსვლის თარიღი კვლავ შეიცვალა

Variety

დისნეიმ მომავალი ბლოკბასტერის, მულანის გამოსვლის თარიღი კიდევ ერთხელ შეცვალა.

1998 წელს გამოსული კლასიკური ანიმაციის მხატვრული რიმეიქი 23 ივლისის ნაცვლად 21 აგვისტოს გამოვა. 

რელიზის თარიღის ცვლილება ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოხდა. 25 ივნისს აშშ-ს ტერიტორიაზე ვირუსით ინფიცირების 45 500 შემთხვევა დაფიქსირდა. 

იმავე მიზეზით რამდენიმე დღის წინ კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის Tenet-ის პრემიერამაც ერთი თვით გადაიწია.

კომენტარები