Family Guy

მსახიობი მაიკ ჰენრი FAMILY GUY-ს შავკანიან პერსონაჟს აღარ გაახმოვანებს

0 კომენტარი
ფოტო: CNN

ამერიკელმა მსახიობმა, მაიკ ჰენრიმ, რომელიც წლების განმავლობაში სატელევიზიო შოუში Family Guy-ს შავკანიან პერსონაჟს, კლივლენდს ახმოვანებდა, როლზე უარი თქვა.

"ჩემთვის პატივი იყო 20 წლის განმავლობაში გამეხმოვანებინა კლივლენდი. მე მიყვარს ეს პერსონაჟი, მაგრამ ფერადკანიანი პერსონაჟები ფერადკანიანმა ადამიანებმა უნდა გაახმოვანონ. აქედან გამომდინარე, როლზე უარს ვამბობ". – წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.  

პოსტიდან რამდენიმე საათში კიდევ ერთი ანიმაციური სერიალის The Simpsons-ის პროდიუსერებმა განაცხადეს, რომ დღეიდან შოუს შავკანიან პერსონაჟებს შავკანიანი მსახიობები გაახმოვანებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები