ტერორისტული თავდასხმა

პაკისტანის საფონდო ბირჟაზე ტერორისტული თავდასხმისას 7 ადამიანი მოკვდა

Reuters

ორშაბათს პაკისტანში, კარაჩიში ოთხი ადამიანი საფონდო ბირჟას თავს დაესხა. პოლიციის განცხადებით, მეამბოხებმა დაცვის თანამშრომლებს ხელყუმბარები ესროლეს, შემდეგ კი დაცვის სამსახურის ოფისს იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს.  დაიღუპა დაცვის ორი თანამშრომელი და ერთი პოლიციელი. დაშავდა შვიდი ადამიანი. დაცვის სამსახურმა ოთხივე თავდამსხმელის მოკვლა მოახერხა. 

თავდამსხმელები სეპარატისტი მეამბოხეები იყვნენ ბელუჯისტანის პროვინციიდან. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო ტეორირსტულმა ორგანიზაციამ “ბელუჯების გამათავისუფლებელი არმია”.

სეპარატისტები რესურსებით მდიდარ ბელუჯისტანში წლებია იბრძვიან. მათი აზრით, პაკისტანის სხვა პროვინციები ბელუჯისტანის მინერალური რესურსების ექსპლუატაციას ეწევიან.

“ბელუჯების გამათავისუფლებელმა არმიამ” ასევე პასუხისმგებლობა აიღო 2018 წელს კარაჩიში ჩინეთის საკუნსულოზე მომხდარ თავდასხმაზე. 

კომენტარები