გერმანიის ელჩი

კილაძე: ოპონენტმა პარტიებმა და NGO-ებმა ძალიან ცივი შხაპი მიიღეს ელჩზე თავდასხმისთვის

0 კომენტარი

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის შეფასებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ მის დანაყოფებთან და ენჯეოებთან ერთად, საბოლოოდ მოიჭრა თავი ევროპასა და ამერიკაში, როცა გერმანიის ელჩს, ბატონ ჰუბერტ კნირშს ორკესტრირებულად დაესხა თავს ცრუ ბრალდებებით". ამის შესახებ კილაძემ Facebook-ზე დაწერა და ელჩთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

"ის, რაც სამწუხაროდ, გასდით ქართულ საზოგადოებასთან, არ გაუვიდათ გერმანიასთან.

ვფიქრობ, ოპონენტმა პარტიებმა და ენჯეოებმა ერთობლივად მიიღეს უბრალოდ ცივი კი არა – ძალიან ცივი შხაპი აშშ-ს, ევროკავშირისა და ევროსაბჭოსგან ერთობლივად". – წერს კილაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

25 ივნისს, საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ კნირშმა არასამთავრობო ორგანიზაციები ქსენოფობი და ჰომოფობი კანდიდატის, სოფო კილაძის მხარდასაჭერად გაკიცხა. საქმე ეხებოდა გაეროსადმი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წერილს, რომელშიც ნათქვამია, რომ კილაძე არ უნდა აირჩიონ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად.

29 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახალი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც განმარტეს, რომ სოფო კილაძეს პერსონალურად კი არ ესხმიან თავს, არამედ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების უგულებელყოფას აფასებენ. NGO-ები აღნიშნავენ, რომ ეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის ნაწილი და ამავდროულად, მოვალეობაცაა. NGO-ების შეფასებით, ის, რომ გერმანიის ელჩი სამოქალაქო სექტორის კრიტიკას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს და ერთ ჭრილში განიხილავს, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შეუფერხებელ მუშაობას.

ქართულ პოლიტიკურ წრეებში კი, ჰუბერტ კნირშის გამონათქვამები განსაკუთრებით საკამათო ბოლო პერიოდში გახდა, მას შემდეგ, რაც თქვა, რომ გიორგი რურუასა და მისი გათავისუფლების ნაწილი 8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არ არის.

გარდა ამისა, გერმანიის ელჩის აზრით, 2008 წელს საქართველომ რუსეთი ძალიან ხელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენა და საბაბი მისცა, ამით ესარგებლა.

29 ივნისს, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში გაავრცელა განცხადება საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კნირშის შესახებ "ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით". როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით გმობს "გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ კნირშის, წინააღმდეგ".

ნახეთ: რურუა, 20 ივნისი, პროკურატურის განცხადება - გერმანიის ელჩის უცნაური თავგადასავალი

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები