პირველი ივლისიდან ევროკავშირი საზღვრებს ხსნის საქართველოს მოქალაქეებისთვის

ევროკავშირმა ოფიციალურად გამოაქვეყნა იმ 15 ქვეყნის სია, რომლებსაც ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში უსაფრთხოდ მიიჩნევს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე მათთან საზღვრების გახსნის რეკომენდაციას გასცემს. 

სია შემდეგ ქვეყნებს მოიცავს:

  • ალჟირი;
  • ავსტრალია;
  • კანადა;
  • საქართველო;
  • იაპონია;
  • მონტენეგრო;
  • მაროკო;
  • ახალი ზელანდია;
  • რუანდა;
  • სერბეთი;
  • სამხრეთ კორეა;
  • ტუნისი;
  • ურუგვაი;
  • ჩინეთი (ორმხრივი შეთანხმების შემთხვევაში).

ევროკავშირი არაწევრი ქვენების ნაწილს საზღვარს პირველი ივლისიდან, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე შედგენილი სიის მიხედვით გაუხსნის. სიაში არ არის აშშ, ბრაზილია და რუსეთი, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიოში პირველ სამ ადგილს იკავებენ.

25 ივნისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ შესაძლოა, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა ივლისის ბოლომდე გაგრძელდეს. მთავრობა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კი გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 1 აგვისტომდე არ აღდგება. მათ მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ ბილეთების ყიდვისაგან თავი შეიკავონ.

კომენტარები