ფრენების აღდგენა

ფრენების აღდგენის მოთხოვნით კანცელარიასთან ემიგრანტების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან პანდემიის გამო უცხოეთიდან დროებით ჩამოსული მოქალაქეებისა და ემიგრანტების ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს. მოქალაქეები საზღვრების გახსნასა და ავიამიმოსვლის აღდგენას ითხოვენ, რომ საზღვარგარეთ სამუშაოდ ან სასწავლებლად წასვლა შეძლონ.

საზღვრების გახსნას ითხოვენ უცხოეთში დარჩენილი ემიგრანტების ოჯახის წევრებიც, რათა მათ საქართველოში დაბრუნება შეძლონ.

​"ბევრი ემიგრანტი ვიცი, რომელიც რეალურად ვერ ჩამოდის, იმიტომ, რომ ხელისუფლების უგუნურმა გადაწყვეტილებამ, ფაქტობრივად, ისინი ისევ ჩატოვა. მათ სამსახურები არ აქვთ და უმრავლესობას ბილეთიც ნაყიდი აქვს. მაინტერესებს ასეთი რამ, ზალკანიანის, რომელიც დაკავებულია პოლიტიკური განცხადებების გაკეთებით, პირველი პრეროგატივაა იზრუნოს ემიგრანტებზე, ეს საგარეო უწყების პირველი ვალდებულებაა. უუნარო ხელისუფლებაა და ასევე მავნებელი". – თქვა აქციის ერთერთმა მონაწილემ.

ევროკავშირმა გამოაქვეყნა იმ 14 "უსაფრთხო" ქვეყნის სია, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის გარეშე შეუძლიათ. ამ ქვეყნებს შორისაა საქართველოც. 

თუმცა, საქართველოს მთავრობა რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენას არ ჩქარობს. 25 ივნისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ, შესაძლოა, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა ივლისის ბოლომდე გაგრძელდეს

პრემიერმინისტრის განცხადებით, საზღვრები ფრთხილად გაიხსნება, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება.

კომენტარები