Ubisoft

UBISOFT-ის თანამშრომლები სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს

Wccftech

კომპიუტერული თამაშების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, Ubisoft-ის რამდენიმე თანამშრომელი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს.

გასულ კვირას სოციალურ ქსელებში კომპანიის ფრანგული წარმომადგენლობის ყოფილმა თანამშრომლებმა სექსიზმისა და სექსუალური ძალადობის ფაქტების შესახებ პოსტები გამოაქვეყნეს. ერთ-ერთი მთავარი ბრალდებული Assassin's Creed:Valhalla-ს კრეატიული დირექტორი, აშრაფ ისმაილია. 

კომპანიის ხელმძღვანელობა ბრალდებას განცხადებით გამოეხმაურა.

"გულწრფელად ვწუხვართ. მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი გუნდისთვის ინკლუზიური და უსაფრთხო გარემო შევქმნათ, როგორც ჩანს, მცდელობა ფუჭი გამოდგა. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და მივიღოთ ყველა საჭირო ზომა". – წერია კომპანიის განცხადებაში.

Ubisoft-ის საქმეს კიდევ ერთი უმსხვილესი დეველოპერი კომპანია, Electronic Arts(EA) გამოეხმაურა.

"გასულ დღეებში არაერთი უსიამოვნო ამბავი გავიგეთ, რომელიც, სამწუხაროდ, სათამაშო ინდუსტრიაში ხდება. მსგავსი ქმედებები არ არის ნორმალური. Electronic Arts-ი მხარს უჭერს ყველა დაზარალებულს, მოგიწოდებთ აიმაღლოთ ხმა იმ ადამიანებმა, ვინც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა ჩვენს კომპანიაში, თითოეულ განცხადებას სრული სერიოზულობით მოვეკიდებით და გამოვიძიებთ". – ამბობს Electronic Arts-ის წარმომადგენელი.

კომენტარები