პოლონეთი

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დუდამ 43.5%-ით გაიმარჯვა

0 კომენტარი
ანდჟეი დუდა ფოტო: EPA

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩვენების პირველ ტურში მმართველი სამართლისა და სამართლიანობის პარტიის ყოფილმა წევრმა და ამჟამინდელმა მოკავშირემ, ანდჟეი დუდამ გაიმარჯვა.

დუდამ ხმათა 43.50% აიღო, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა ცენტრისტული ოპოზიციური სამოქალაქო პლატფორმიდან, ვარშავის მერი, რაფალ ტჟასკოვსკი, რომელსაც ამომრჩეველთა 30.46%-მა დაუჭირა მხარი. 

არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, 12 ივლისს გაიმართება.

"ამომრჩეველმა, რომელმაც კშიშტოპ ბოსაკს (ულტრამემარჯვენე კონფედერაციის კანდიდატი) და შიმონ ჰოლოვნიას (დამოუკიდებელი კანდიდატი) მისცა ხმა, შეუძლია აირჩიოს მთავრობასთან თანამშრომლობა ან პრეზიდენტსა და მთავრობას შორის სამ წელიწადნახევრიანი ჩხუბი". – შედეგების გამოცხადების შემდეგ თქვა მთავრობის სპიკერმა, პიოტრ მულერმა.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე ვეტოს დადების უფლება აქვს, რაც, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მმართველი პარტიისათვის პრობლემური გახდება. მათი ნაციონალისტური პოლიტიკის ფონზე ტჟასკოვსკიმ პირობა დადო, რომ ევროკავშირთან უთანხმოების აღმოფხვრაზე იმუშავებს.

არჩევნები პოლონეთში მაისში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო გადაიდო. მაისამდე ჩატარებული გამოკითხვებით, დუდა პირველივე ტურში გაიმარჯვებდა. მმართველ პარტიას არჩევნების გადადება არ სურდა, თუმცა, საბოლოოდ, ოპოზიციასთან შეთანხმებას მიაღწია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები