თბილისის ქუჩები, რომლებსაც 1 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 1 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების X, Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების IV, X, Xა, Xბ  კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკროაიონის III კვარტლის, ავშნიანის დასახლების, სოფელი გლდანის, გურამიშვილის, ხევძმარის, თემქის, სანზონას, ავშნის და საფო მგელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), აკაკი ბელიაშვილის, ნოდარ ბოხუას და მიხეილ ბერძენიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის სასწავლო მეურნეობის, სამხედრო გზატკეცილის, აგრარული უნივერსიტეტის  დასახლების, ქოშიგორის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სოფელი ზურგოვანის, ფარნავაზის გამზირის, სიმონ ჩიქოვანის, ახალშენის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, სულხან ნასიძის, პეტრიწისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გურიელის, თამაზ ნადარეიშვილის, შალვა ნუცუბიძისა და გაზაფხულის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აეროპორტის დასახლების, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), გრიგოლ ლორთქიფანიძისა და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, გუდარეხის, მეველეს და აბუსერიძე-ტბელის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: პურის მოედნის, ასათიანის, აბო-თბილელის, აბოვიანის, აბესაძის, გუდიაშვილის, ალავერდოვის, ახოსპირელის, ლერმონტოვის, შოთა ნიშნიანიძის, ჩიხლაძისა და ჯიბლაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მიხეილ წინამძღვრიშვილისა და ივანე ჯავახიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გოგებაშვილის, ალეკო შენგელიას, რჩეულიშვილისა და ნათია ბაშალეიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ". –აცხადებს თელასი.

კომენტარები