ესპანეთის ჩემპიონატი კალათბურთში

თორნიკე შენგელია პირველი ქართველი გახდა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო

რამდენიმე საათის წინ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 2019/2020 წლის სეზონი დასრულდა, სადაც გამარჯვება თორნიკე შენგელიას გუნდმა – ბასკონიამ მოიპოვა.

ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში, ბასკონიამ საკალათბურთო კლუბი ბარსელონა ანგარიშით 69-67 დაამარცხა.

ბასკონიის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ თამაშის მიმდინარეობისას 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 2 მოხსნა დააგროვა.

თორნიკე შენგელია პირველი ქართველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

[video:https://www.facebook.com/189553507781992/posts/3958176584252980/?vh=e&d=n]

კომენტარები