ევროპარლამენტარი, ლიტვის ყოფილი პრემიერმინისტრი, ანდრიუს კუბილიუსი საკუთარ Twitter-ზე საქართველოში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს გამოეხმაურა.
"საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუტციო ცვლილებებს, რომელიც პოლიტიკურ სისტემას უფრო პროპორციულს ხდის. გილოცავთ! შემდეგი ნაბიჯი მართლმსაჯულების პოლიტიზების დასრულება! საქართველოს შესაძლებლობა აქვს გახდეს ევროინტეგრაციის მოწინავე ქვეყანა!!!" – წერს ის.