ირანი

თეირანის კლინიკაში აფეთქება მოხდა, დაიღუპა 19 ადამიანი

GETTY IMAGES

ოფიციალური ინფორმაციით თეირანის სინა ათარის კლინიკაში მომხდარი აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. დაიღუპა 19 ადამიანი. არიან დაშავებულებიც და არსებობს საშიშროება, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს. 

კლინიკა ძრითადად მსუბუქ ოპერაციებსა და სამედიცინო გამოკვლევებს ატარებს. აფეთქების დროს კლინიკაში 25 თანამშრომელი იმყოფებოდა. დაღუპულთა უმეტესობა ქალები იყვნენ. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა რამდენიმე საათში მოახერხეს.

ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე აფეთქება მოხდა თეირანის მახლობლად, პარჩინის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კომენტარები