კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: სამი ახალი შემთხვევიდან 2 სატვირთოს მძღოლია, 1 - უკვე დადასტურებულთან კონტაქტი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღე-ღამის განმავლობაში დადასტურებული სამი ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია. მისი ინფორმაციით, 2 ახალი ინფიცირებული სატვირთოს მძღოლია, ხოლო ერთი – უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. 

ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 22 ინფიცირებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 

"ჩვენთან მოთავსდა ორი ახალი პაციენტი, ერთი სატვირთოს მძღოლი და ერთი – უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება, 22 დადასტურებულ შემთხვევას, რომლებიც ჩვენთან მკურნალობენ, მათი მდგომარეობა სტაბილურია და დაავადება არ პროგრესირებს. ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან". – ამბობს ეზუგბაია. 

1 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი კიდევ 3 ადამიანს დაუდგინდა. ამ დროისთვის, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 931 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 794 ადამიანი, გარდაიცვალა – 15.

კომენტარები