კინოკრიტიკა

ჟურნალ VARIETY-მ მოძველებული შეხედულებების მქონე ფილმების სია გამოაქვეყნა

0 კომენტარი
ფოტო: Usatoday

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ ჰოლივუდმა ფილმებში მოძველებული კულტურული ნორმების წინააღმდეგ გაილაშქრა. პირველი ფილმი, რომელიც სტრიმინგ სერვისებიდან გაქრა ქარწაღებულები იყო, შემდგომში კლასიკური სურათი შენიშვნებითა და განმარტებებით დააბრუნეს. ჟურნალ Variety-ის ჟურნალისტმა ტიმ გრეიმ იმ ფილმებზე ისაუბრა, რომლებშიც, მისი აზრით, მოძველებული შეხედულებებია წარმოჩენილი.

ბინძური ჰარი

"დონ სიგელის ბინძურმა ჰარიმ კინემატოგრაფში ახალი ტიპის პოლიციელი შემოიყვანა, რომელიც საკუთარ ინსტინქტებს უფრო ენდობა, ვიდრე კანონს, ფილმი დასცინის ლიბერალურ ღირებულებებს და პოლიციური განუკითხაობის რომანტიზირებას ახდენს".

ერთხელ ჰოლივუდში

"ფილმს მოძველებული მესიჯი აქვს, მთავარი გმირები თეთრი კაცები არიან, რომელთაც ძველი ჰოლივუდი ენატრებათ. კინოელიტა, რომელიც ჰიპებში, უმცირესობებსა და ფემინისტებში საკუთარი კეთილდღეობისთვის საფრთხეს ხედავენ. გარდა ამისა, აზიური წარმოშობის ბრიუს ლი ცუდად არის ნაჩვენები, საერთოდ არ არიან შავკანიანები, მექსიკელებს კი მხოლოდ ოფიციანტების როლებში ვხედავთ".

მე შენამდე

"სურათის მთავარი გმირი შშმ პირია. ფილმის ბოლოს იგი თვითმკვლელობას გადაწყვეტს, გამოდის, შემქმნელები სუიციდს უფრო სწორ გზად მიიჩნევენ ვიდრე შეზღუდული შესაძლებლობით ცხოვრებას".

კრავთა დუმილი

"ფილმი ტრანსგენდერი ადამიანის ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენას ცდილობს.(გულისხმობს სურათის მთავარ ბოროტმოქმედს ბაფალო ბილს)".

ფორესტ გამპი

"ფილმი ტოლერანტულია შშმ პირების, აივ ინფიცირებულების და ვიეტნამის ვეტერანების მიმართ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნეგატიურ კონტექსტშია გამოყვანილი აქტივისტები და მთლიანობაში ჰიპი კონტრკულტურა. გარდა ამისა მთავარ გმირს სახელი ფორესტი ნათანიელ ბედფორდ ფორესტის საპატივცემულოდ ქვია".

ჰოლიდეი ინი

"ერთ-ერთ სცენაში მთავარი გმირი ბლექფეისით (უხეში გრიმი, რომელსაც შავკანიანი პერსონაჟების განსახიერებლად თეთრკანიანი მსახიობები იყენებენ) არის წარმოდგენილი".

მაძიებლები

"ჯონ უეინის პერსონაჟი, რომელიც კომანჩების მიერ მოტაცებულ ნათესავს ეძებს გამოკვეთილი რასისტია. ამერიკის ძირძველი მაცხოვრებლები პერსონაჟის აღქმაში ველური ცხოველები არიან".

ახლო წარსულში აშშ-ს დემოკრატიული პარტია ჯონ ვეინის სახელობის აეროპორტისთვის სახელის შეცვლის ინიციატივით გამოვიდა. მიზეზად მსახიობის მიერ წარმოთქმული რასისტული განცხადებები სახელდება.

მართალი ტყუილი

"სურათში არაბული ქვეყნების წარმომადგენლები რელიგიური ფანატიკოსებად და ტერორისტებად არიან წარმოჩენილნი".

საბავშვო საათები

"ფილმი ლესბოსელი წყვილის ურთიერთობას ასახავს, თუმცა ფინალი არაერთგვაროვანია. LGBT თემის წარმომადგენლები ამ სურათში საკუთარ თავს ვერ იტანენ და უბედურები არიან".

ინდიანა ჯონსი და ბედის ტაძარი

"მთავარი პრობლემაა ისაა, თუ როგორ გადმოსცემენ სპილბერგი და ლუკასი 30-იანი წლების განწყობას. ფილმში ინდოეთი და ინდუიზმის წეს-ჩვეულებები პრიმიტიული ფორმით არის გადმოცემული".

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები