მედპერსონალის აქცია

ქუთაისის ცხელების ცენტრის მედპერსონალი 4-თვიან უხელფასობას აპროტესტებს

მთავარი არხი

ქუთაისის ცხელების ცენტრის მედპერსონალმა ხელფასების მოთხოვნით აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ეპიდემიის პერიოდში იმერეთის საკარანტინე ზონებში ჰყავთ განაწილებული, ზეგანაკვეთურად მუშაობენ, თუმცა, ხელფასი უკვე ოთხი თვეა არ აუღიათ.

"მეორე ეტაპს რომ იძახიან და მეორე ტალღას, მე როგორ ვიმუშაო, ჩემი ოჯახი და ჩემი შვილები როგორ მივატოვო და ამ პირობებში როგორ წავიდე სამუშაოდ. არანაირი რეაქცია არ აქვს ჯანდაცვის ცხელ ხაზს და ჯანდაცვის სამინისტროს. ნუთუ არ ვჭირდებით?!" – ამბობს აქციის მონაწილე მთავარ არხთან საუბრისას.

მედპერსონალის თქმით, თუ მათი პრობლემები უახლოეს დღეებში არ მოგვარდება და ხელფასებს არ ჩაურიცხავენ, გაიფიცებიან და საპროტესტო აქციებს პერმანენტულ ხასიათს მისცემენ.

კომენტარები