თბილისის ქუჩები, რომლებსაც 2 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 2 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს. 

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, სოფელ გლდანის, შირაქიშვილის, დრანდის, ხევისპირის, მაისურაძის, ბაბილოძის, ვეკუასა (ნაწილობრივ) და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლიბანის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, გაგრისა და ილია ვეკუას ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის I, III, IIIა, V მიკრორაიონების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ქერჩის, წყაროთუბნის, ხევისპირის, დავით ჯაბიძის, მწვანე, ფარსმან II ქველის, მარინა ტაბატაძისა და გრაფ შულენბურგის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი-3 ზედა პლატოს, ვარკეთილი-3 I მიკრორაიონისა და აბაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გერგეთის, სავანელის, ჭონქაძის, ზაალ დუმბაძის, ამაღლების,  ასათიანის, კოტე მესხის, სერგო მესხის, ოქროყანის, შინდისის, შხეფის, დავითაშვილის, წავკისის, ავთანდილის, ინგოროყვას, ლეონიძის, ლერმონტოვის, მაჩაბელის, ქიქოძის, გიგა ლორთქიფანიძის, პაოლო იაშვილის, ნიკო ლორთქიფანიძისა და სულხან საბას ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ზესტაფონის, ტრაქტორის, ცისარტყელას, ცოტნე დადიანისა და ჭყონდიდელის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ახმეტელის, ლუბლიანასა და ბელიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა წყნეთისა (ნაწილობრივ) და ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წმინდა ქეთევან  დედოფლის  გამზირის, ჯორჯაძის, იორისა და სამასი არაგველის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: პეკინის  გამზირის, კუტუზოვის, მიცკევიჩის, ცაგარელისა და გამრეკელის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბერბუკისა  და მერაბ ალექსიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ". –აცხადებს თელასი.

კომენტარები