ქეითი პერი და ორლანდო ბლუმი

ქეითი პერი: ორლანდო ბლუმთან დაშორების შემდეგ თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი

მომღერალმა ქეითი პერიმ თავისი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდზე ისაუბრა. 

მომღერალს ახლო წარსულში რთული პერიოდი ჰქონდა. ორლანდო ბლუმთან განშორებას ახალი, წარუმატებელი ალბომიც დაემატა, რომელიც პრაქტიკულად არ იყიდებოდა. პერის დეპრესია დაეწყო, როგორც თავად არტისტი ამბობს, ამ პერიოდში არაერთხელ უფიქრია თვითმკვლელობაზე. 

რთული მდგომარეობიდან გამოსვლაში მადლიერების პრაქტიკა დაეხმარა. ყოველდღე მომღერალი ცდილობდა რამე ისეთი ეპოვა, რისთვისაც მადლიერი იქნებოდა. სწორედ ამ მიდგომამ დაუბრუნა ცხოვრების აზრი და პრობლემების გადაწყვეტის გზა. 

თავისი ისტორია პერიმ იმ ადამიანებს გაუზიარა, რომლებიც ყოველდღიურად ებრძვიან დეპრესიას.

საბოლოოდ, პერი და ბლუმი შერიგდნენ და დაქორწინდნენ, ისინი პირველ შვილს ელოდებიან.  

კომენტარები