საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები I მოსმენით მიიღო

პარლამენტი

პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. 95 მომხრე და 5 მოწინააღმდეგე – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.

კანონპროექტის თანახმად, მტკიცდება პარტიების დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც დამოკიდებული იქნება არჩევნებში მიღებული ხმების საერთო რაოდენობაზე. მკაცრდება ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებული რეგულაციები. დგინდება სავალდებულო გენდერული კვოტები – ნებისმიერ საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე კანდიდატი უნდა იყოს განსხვავებული სქესის ადამიანი. საარჩევნო უბნიდან 25 მეტრის რადიუსში იკრძალება სააგიტაციო მასალის გავრცელება და დაუშვებელია ამომრჩევლის გადაადგილების შეფერხება.

უფრო ვრცლად საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების შესახებ იხილეთ აქ.

კომენტარები