ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 3 ივლისამდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

სინოპტიკოსების ცნობით, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი იქნება.

კომენტარები