პროკურატურა

პირს, რომელმაც ანა სუბელიანს "ამირანთან" ტელეფონი ესროლა, 1.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

0 კომენტარი

პროკურატურის ინფორმაციით, შ. შ. -ს რომელმაც 2019 წლის 8 ნოემბერს სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანს კინოთეატრ "ამირანთან" ტელეფონი ესროლა, 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. 

"2019 წლის 8 ნოემბერს, დაახლოებით 19:45 საათზე, თბილისში, კოსტავას ქუჩის N36/1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, კინოთეატრ "ამირანის" წინ მიმდინარე აქციის დროს, შ.შ.-მ გარეგნული იერსახისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მობილური ტელეფონი ესროლა ა.ს.-ს, რაც ამ უკანასკნელს მოხვდა სახის არეში. შედეგად, დაზარალებულმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება". – წერია პროკურატურის განცხადებაში. 

პროკურატურის ინფორმაციით, შ.შ.-ს ბრალი 120-ე მუხლით წარუდგინეს, მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. 

2019 წლის 8 ნოემბერს ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი, ქართული მარში, გია კორკოტაშვილი და სხვა პრორუსი, ნეოფაშისტური დაჯგუფების წევრები კინოთეატრ ამირანთან ფილმის – "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას ძალადობრივად აპროტესტებდნენ.  

"სასწრაფოს მანქანაში ვარ კინოთეატრ ამირანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩემთან ერთად არის ჰომოფობიური აქციის რამდენიმე წარმომადგენელი და ვისმენ ექიმის შეგონებებს იმაზე, რომ ეს ფილმი არის პროვოკაცია თურმე. სრულიად შემთხვევით გადამირჩა თვალი. მე და ჩემს მეგობრებს გაჭრილად გვაგინებდნენ, გვემუქრებოდნენ და პოლიციამ არაფერი გააკეთა მათ შესაჩერებლად". – ამბობდა სუბელიანი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები