Beavis and Butt-Head

BEAVIS AND BUTT-HEAD-ს ორი ახალი სეზონი ექნება

CNN

სატელევიზიო არხი Comedy Central ავრცელებს ინფორმაციას ანიმაციური სერიალის Beavis and Butt-Head-ის გაგრძელების შესახებ. საკულტო შოუს ორი ახალი სეზონი ექნება.

ორიგინალი სერიალის შემქმნელი იქნება ახალი სეზონების სცენარის ავტორი და პროდიუსერი მაიკ ჯაჯი. ორივე პერსონაჟს თავად ჯაჯი გაახმოვანებს.

ორიგინალი სერიალი MTV-ზე 1993 წელს გამოჩნდა. ანიმაციის მთავარი გმირები არიან ბივისი და ბატჰედი - ორი თინეიჯერი. შოუმ პოპულარობა მალე მოიპოვა და მთლიანობაში რვა სეზონი ჰქონდა. 1996 წელს გამოვიდა სრულმეტრაჟიანი ფილმი Beavis and Butt-Head Do America.

კომენტარები