Tesla

TESLA უფრო ძვირადღირებული კომპანია გახდა, ვიდრე TOYOTA, DISNEY და COCA-COLA

Getty Images

ელონ მასკის ელექტრონული მანქანების მწარმოებელმა კომპანია Tesla-მ, ღირებულებით S&P 500-ში მყოფ თითქმის ყველა კომპანიას გადაასწრო, მათ შორის ამერიკულ საკულტო კომპანიებსაც.

ოთხშაბათს კომპანიის აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა და ერთმა აქციამ რეკორდულ ღირებულებას - 1 120 დოლარს მიაღწია. ამ ღირებულებით გამოდის, რომ Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 210 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.

შესაბამისად, Tesla გახდა პლანეტის ყველაზე ძვირად ღირებული მანქანების მწარმოებელი კომპანია და Toyota-ს გადაასწრო. კომპანიამ ასევე უკან ჩამოიტოვა Coca-Cola, Disney, Merck და Exxon Mobil.

ამ დროისთვის, S&P 500-ში მხოლოდ 19 კომპანია დარჩა, რომელიც Tesla-ზე უფრო ძვირი ღირს. 

S&P 500 საფონდო ბირჟის ინდექსია, რომელიც ზომავს აშშ-ის 500 უდიდესი კომპანიის აქციებს.

კომენტარები