თბილისის ქუჩები, რომლებსაც 3 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 3 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ჯავახეთის, თრიალეთის და ხომლელის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ)  მცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, კოსტავას, ბროლოსნის, გამსახურდიას, საბურთალოს, ჭაბუკიანის, იოსებიძის, ანა კალანდაძის, შარტავას, ხვიჩიას, შორსის, დოლიძის, ქარელის, იოსელიანის, პოლიტკოვსკაიას, ანაკლიის, ჯიქიას და წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჩაჩავას, ლუბლიანას, ჭიაურელის და ბელიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გურამიშვილის გამზირის და სანზონის დასახლების მცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ცოტნე დადიანის, ცისარტყელას, ზესტაფონის, ბენდელიანის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, მაისურაძის, ხერგიანის, პატარა ტბის, ჯანჯღავას, კაჭარავას და გლდანულის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წინანაურის და ორთაჭალის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ჭოროხის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნავთლუღის დასახლების, ხარაბაძის, გომარეთის, ტატიშვილის, ბუკისციხის, მესხეთის და კობცოვის  ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ," - აცხადებს თელასი.

კომენტარები