რეკლამა

® საქართველოს ბანკმა Commerzbank-ისგან  საოპერაციო ჯილდო მიიღო

Commerzbank-მა საქართველოს ბანკს ევროს ეფექტიანი და ზუსტი გადარიცხვებისთვის, ასევე  საუკეთესო STP (Straight Through Processing) პროცესებისათვის საოპერაციო ჯილდო გადასცა.

"მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ საქართველოს ბანკი Commerzbank-მა კიდევ ერთხელ აღიარა, როგორც საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც 2019 წელს ფულადი გადარიცხვებისას საუკეთესო სტანდარტი აჩვენა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბანკი წლებია უცვლელი, მაღალი ხარისხით აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც აუცილებელია ჯილდოს მოსაპოვებლად," - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

Commerzbank-ი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ასახელებს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც გამოირჩევა ევროში გადარიცხვებისას მაღალი ეფექტურობით. ჯილდო ბანკმა  გამართული STP პროცესებისთვის უკვე მეხუთედ მიიღო. 

კომენტარები