რეკლამა

® საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მცხეთაში ღვინის მუზეუმი გაიხსნება

ბიზნესის წახალისების მიზნით, საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მცხეთაში გაიხსნება ღვინის მუზეუმი. პროექტს შეასრულებს შპს სამეფო მარანი. კომპანია გეგმავს კომპლექსის აშენებას, რაც მოიცავს 42-ნომრიან პრემიუმ სეგმენტის სასტუმროს, 500-კაციან რესტორანსა და ღვინის ქარხანას. კომპლექსში შედის სამ ჰექტარზე გაშენებული  ვენახი.

პროექტის დასრულება 2021 წლის ბოლოს - 2022 წლის დასაწყისში იგეგმება. ამ ეტაპზე კომპანიას დასაქმებული ჰყავს 30 ადამიანი, თუმცა კომპლექსის გახსნის შემდგომ ეს რიცხვი 100-მდე გაიზრდება.

პროექტის ჯამური მოცულობა 17 მლნ ლარია, აქედან ბანკის ინვესტიცია კი - 7.4 მლნ ლარი. 

"მოხარული ვართ, რომ ჩვენი თანამონაწილეობით ძალიან საინტერესო კომპლექსის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. პროექტი მიმზიდველია იმით, რომ სტუმრებს შესთავაზებს ღვინის მუზეუმს, სასტუმროს, რესტორანს.

ტურისტები შეძლებენ, მიირთვან კომპანიის ქარხანაში წარმოებული უგემრიელესი ღვინო. სასიამოვნოდ გაატარონ დრო ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთან ერთად. გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს პარტნიორს.  ჩვენ გვჯერა, რომ კომპლექსი გახსნისთანავე მოიპოვებს პოპულარობას და პროექტი იქნება  ეკონომიკურად გამართული და მდგრადი“, - განაცხად საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ ქოქოსაძემ.

კომენტარები