8 მარტის შეთანხმება

"კარგი გზავნილია" - კონგრესმენი ოლსონი კონგრესმენ მალინის წერილზე

"საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერი კარგი გზავნილია" - ასე ეხმაურება კონგრესმენი პიტ ოლსონი მარკუეინ მალინის სტატიას, რომელიც საქართველოს ეხება.

მალინმა თავისი სტატია Twitter-ზე შემდეგი აღწერით გააზიარა: 

"ქართველ ხალხს სურს, ჰქონდეს აყვავებული ეკონომიკა და უნდა, რომ საქართველო გარდაიქმნას  ნამდვილ დემოკრატიულ ქვეყანად. წაიკითხეთ ჩემი მოსაზრება, რატომ უნდა დაუდგეს მათ გვერდით აშშ თავისუფლებისთვის ბრძოლაში".

ორ ივლისს The Hill-მა გამოაქვეყნა ამერიკელი კონგრესმენის, მარკუეინ მალინის მოსაზრება საქართველოს შესახებ, სადაც წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი "თავისუფლებისთვის ბრძოლაში" აშშ-ს მიერ საქართველოს დახმარებაზე ლაპარაკობს. 

როგორც კონგრესმენი სტატიის დასაწყისში წერს, ვლადიმირ პუტინის გავლენა მნიშვნელოვანი გამოწვევაა დემოკრატიისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რის მაგალითადაც მას მოჰყავს საქართველო.

კომენტარები