კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-19-ის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი

Tom Wolf

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა ასევე ოთხი ადამიანი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 943 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 821 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

საქართველოში COVID-19-ის 107 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები