ქართული მარში

მდინარაძე ქართულ მარშზე: ასევე გვყავს კრიმინალური ჯგუფები, ენმ და ევროპელები, ორივე საშიშია

ტაბულა

"ასევე გვყავს კრიმინალური ჯგუფები, პარტიათწოდებული ნაცმოძრაობა, ე.წ. ევროპული საქართველო, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ და პროდასავლურად პოზიციონირებენ. ორივე ძალიან საშიშია", - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ნეოფაშისტური, პროპუტინური დაჯგუფების ქართული მარშის მიერ პარტიის დაფუძნებას.  

მისი თქმით, კანონმდებლობით ქართულ მარშსაც აქვს პარტიის დაფუძნების უფლება.

"ასევე გვყავს კრიმინალური ჯგუფები, პარტიათწოდებული ნაცმოძრაობა, ე.წ. ევროპული საქართველო, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ და პროდასავლურად პოზიციონირებენ. ორივე ძალიან საშიშია, ორივე ძალიან ცუდია და განსაკუთრებული საშიშროება ამ მხრიდან რომ მოდის, არანაკლები მოდის იქიდან", - ამბობს მდინარაძე. 

გუშინ, 2 ივლისს, ნეოფაშისტურ, პროპუტინურ დაჯგუფება ქართულ მარშს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ყრილობა ჩაატარებინეს

ქართული მარშის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ თქვა, რომ მისთვის სიმბოლურია, რომ პარტიას ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში აფუძნებს, "რადგან ფუძემდებლურად ჭავჭავაძის პრინციპების გამგრძელებლები" არიან. 

მისივე თქმით, ქართული მარში მუზეუმში ყოფნას იმსახურებს, ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო კი - არა. 

ბრეგაძე არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის არჩევნებში თემატურად ითანამშრომლოს, მათ შორის ქართულ ოცნებასთანაც. 

კომენტარები