მარკუეინ მალინის წერილი

გახარია მალინის წერილზე: ქვეყანას აკონტროლებს პარლამენტი, მთავრობა, შესაბამისი ინსტიტუტები

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრის, რესპუბლიკელი კონგრესმენის, მარკუეინ მალინის წერილს ეხმაურება. 

მალინი წერს, რომ საქართველოს "რუსული სკოლის ოლიგარქი" ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს, რომელმაც ფული 90-იანი წლების რუსეთში იშოვა. მალინის თანახმად ივანიშვლმა ძალაუფლება 2012 წელს მოიპოვა "იმ სახელმძღვანელოს მსგავსად, რომელსაც წლების განმავლობაში იყენებდნენ რუსეთსა და უკრაინაში ეკონომიკური და დემოკრატიული პროგრესის შესაფერხებლად." 

"საქართველოს აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები. ეს არის სიმართლე, რომელიც არის შეფასებული, დაფასებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ, რომლებიც ერთხმად აღნიშნავენ დღესაც, გუშინაც, ამ ბოლო პერიოდში ქვეყნის დემოკრატიის პროცესში წინ გადადმულ ნაბიჯებს, განსაკუთრებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში", - ამბობს გახარია. 

მარკუეინ მალინის წერილი - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები