TI: ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ტენდერებით 6 მილიონი ლარის მიიღეს

0 კომენტარი

ქართული ოცნების დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძისა და მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის კომპანიებმა 2018 წლიდან დღემდე ჯამურად სახელმწიფო შესყიდვებით 6 მილიონი ლარი მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

ორგანიზაციის ინფორმაციით, უშუალოდ ვიქტორ ჯაფარიძის წილობრივ ფლობაში არსებული კომპანიები ძირითადად გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობენ, ხოლო შვილის კომპანიები ხშირად იმარჯვებენ ტენდერებში. 

ამავდროულად, ჯაფარიძემ, მისი ოჯახის წევრებმა და საქმიანმა პარტნიორებმა ქართულ ოცნებას ჯამურად 410 ათასი ლარი შესწირეს. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ ვიქტორ ჯაფარიძესა და მის შვილთან დაკავშირებული კომპანიების თითოეული ტენდერი და დაადგინონ, ხომ არ იყო ისინი ზემოაღნიშნული შპს-ებისთვის სასურველი პირობებით გამოცხადებული და შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო  ნიშნებს", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში. 

ვიქტორ ჯაფარიძე უკვე 16 წელია, რაც პარლამენტის დეპუტატია, იგი ორჯერ იყო მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, ბოლოს კი პარლამენტში ქართული ოცნების საარჩევნო სიით მოხვდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები