კომპანია Amazon საკულტო კომპიუტერული თამაშის Fallout-ის მიხედვით სერიალს გადაიღებს. პროექტს ველური დასავლეთის სამყაროს შოურანერები ჯონათან ნოლანი და ლიზა ჯოი უხელმძღვანელებენ.
პოპულარული ფრენჩაიზის პირველი ნაწილი 1997 წელს გამოვიდა. თამაშების სიუჟეტი შორეულ პოსტაპოკალიფსურ მომავალში ვითარდება.