ვიქტორ ჯაფარიძე

გახარია ვიქტორ ჯაფარიძეზე: თუ იოტისოდენა საფუძველი არსებობს, მოკვლევა დაიწყება

0 კომენტარი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვით, ქართული ოცნების დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძისა და მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის კომპანიებმა 2018 წლიდან დღემდე ჯამურად სახელმწიფო შესყიდვებით 6 მილიონი ლარი მიიღეს.

"ქვეყანაში არსებობს საგამოძიებო ორგანო, ანტიკორუფციული სამსახური, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ კვლევას გადაუგზავნიან. 

იმდენად ტრანსფარენტული და ღიაა დღეს, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პროცესში, ეს მედია სივრცე, რომ არაფერი არ დაიმალება. ყველამ ხომ ყველაფერი  ვიცით? შესაბამისად, თუ იქ რაიმე არსებობს იოტისოდენა საფუძველი იმისთვის, რომ აქ მოკვლევა დაიწყოს, რა თქმა უნდა, დაიწყება", - ამბობს გახარია.  

TI-ის ინფორმაციით, უშუალოდ ვიქტორ ჯაფარიძის წილობრივ ფლობაში არსებული კომპანიები ძირითადად გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობენ, ხოლო შვილის კომპანიები ხშირად იმარჯვებენ ტენდერებში. 

ამავდროულად, ჯაფარიძემ, მისი ოჯახის წევრებმა და საქმიანმა პარტნიორებმა ქართულ ოცნებას ჯამურად 410 ათასი ლარი შესწირეს. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ ვიქტორ ჯაფარიძესა და მის შვილთან დაკავშირებული კომპანიების თითოეული ტენდერი და დაადგინონ, ხომ არ იყო ისინი ზემოაღნიშნული შპს-ებისთვის სასურველი პირობებით გამოცხადებული და შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო  ნიშნებს", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში. 

ვიქტორ ჯაფარიძე უკვე 16 წელია, რაც პარლამენტის დეპუტატია, იგი ორჯერ იყო მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, ბოლოს კი პარლამენტში ქართული ოცნების საარჩევნო სიით მოხვდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები