საფრანგეთი

საფრანგეთის პრემიერმინისტრი ედუარდ ფილიპი თანამდებობიდან გადადგა

ედუარდ ფილიპი და ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრემიერმინისტრი ედუარდ ფილიპი თანამდებობიდან გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა, რომ ახალი პრემიერის და მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის ვინაობა რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

ახალი კაბინეტის დაკომპლექტებამდე მთავრობას კვლავ ედუარდ ფილიპი გაუძღვება.

სამთავრობო ცვლილებების დროს შესაძლოა, გადადგომის შემდეგ პრემიერმინისტრის პოსტზე კვლავ იგივე ადამიანი დასახელდეს, თუმცა უცნობია, მოხდება თუ არა ეს ედუარდ ფილიპის შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ ფილიპის რეიტინგი მაკრონისას აღემატება.

მაკრონმა სამთავრობო ცვლილებების თაობაზე გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მუნიციპალურ არჩევნებში მისი პარტიის მხარდაჭერამ საგრძნობლად იკლო.

მისი მრჩევლები ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე მას სურს, კვლავ მოიგოს ამომრჩევლების გული. საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში 21 თვეში გაიმართება.

"ახალი ფაზა მოიცავს დამოუკიდებლობის, რეკონსტრუქციის, დაახლოების ახალ მიზნებს და მეთოდებს. ამის უკან ახალი გუნდი იდგება". - უთხრა მაკრონმა გაზეთ La Montagne-ს.

კომენტარები