შავი ჭირი

მონღოლეთმა რუსეთთან საზღვარი შავი ჭირის 2 შემთხვევის გამო ჩაკეტა

0 კომენტარი
ფოტო: centralasia.media

მონღოლეთმა რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონი კარანტინში მოაქცია. კარანტინის მიზეზი შავი ჭირის ორი შემთხვევაა.  შავი ჭირის ინფექციის სავარაუდო მიზეზი გახდა ვირზაზუნის ხორცის ჭამა . ქვეყნის ზოონოზურ დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა  დაადასტურა, რომ დაავადება ორ ადამიანს ხოვდის პროვინციაში დაუდგინდა. მედიის ინფორმაციით ინფიცირებულები 27 წლის კაცი და ახალგაზრდა ქალი არიან. 

კარანტინში მოექცა ხოვდის პროვინციის ცენტრალური ქალაქი და ერთ-ერთი ოლქი, რომელიც 500 კილომეტრითაა დაშორებული სამხრეთი ციმბირის ტუვის და ალთაის რესპუბლიკებისგან.

ზოონოზურ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოვნილია 146 პირველადი და 504 მეორეული კონტაქტი.

2019 წლის მაისში მონღოლეთმა რუსეთთან საზღვარი ასევე შავი ჭირის გავრცელების გამო ჩაკეტა. 2019 წლის ინციდენტის დროს ცოლ-ქმარი ვირზაზუნას ხორცის ჭამის შემდეგ დაიღუპა.

მე-14 საუკუნეში შავმა ჭირმა 50 000 მილიონ ადამიანზე მეტი იმსხვერპლა. ინფექციისგან ყოველწლიურად 2000-მდე ადამიანი კვდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ეს იყო ჩემი ცხოვრების შესანიშნავი 4 წელი" - ბრიტანეთის ელჩის გამოსამშვიდობებელი ვიდეო

კომენტარები