საფრანგეთი

მაკრონმა საფრანგეთის პრემიერმინისტრის პოსტზე ჟან კასტექსის კანდიდატურა წამოაყენა

ჟან კასტექსი

საფრანგეთის ახალ პრემიერმინისტრის პოსტზე ემანუელ მაკრონმა ჟან კასტექსის კანდიდატურა წამოაყენა.

კასტექსი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის სტრატეგიაზე მუშაობდა. ის პოსტზე ედუარდ ფილიპს ჩაანაცვლებს, რომელმაც თანამდებობა დღეს დატოვა.

სამთავრობო ცვლილებებისას მოსალოდნელია, რომ არაერთი მინისტრი შეიცვლება.

მაკრონმა თქვა, რომ ცვლილებების მიზანია იპოვონ ახალი გზა ქვეყნის ეკონომიკის ხელახლა ამუშავებისათვის.

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სამთავრობო ცვლილებების თაობაზე გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მუნიციპალურ არჩევნებში მისი პარტიის მხარდაჭერამ საგრძნობლად იკლო.

მისი მრჩევლები ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე მას სურს კვლავ მოიგოს ამომრჩევლების გული. საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში 21 თვეში გაიმართება.

"ახალი ფაზა მოიცავს დამოუკიდებლობის, რეკონსტრუქციის, დაახლოების ახალ მიზნებს და მეთოდებს. ამის უკან ახალი გუნდი იდგება". - თქვა მაკრონმა გაზეთ La Montagne-სთან.

კომენტარები