ერთიანი ეროვნული გამოდები 2020

გამყრელიძე: აბიტურიენტის საგულშემატკივროდ მთელი ოჯახი მიდის ხოლმე, ნუ შევიკრიბებით

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აბიტურიენტების მშობლებსა და ოჯახის წევრებს მიმართავს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგამოცდო ცენტრთან არ შეიკრიბონ. 

"მიღებულია ჩვენთან, საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, ნათესავები. არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი.

მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება, ამიტომ ჯგუფურად ამ დროს ნუ შევიკრიბებით. მოვუწოდებ და მივმართავ გულშემატკივრებსა და ოჯახის წევრებს, არ არის აუცილებელი დიდი თავშეყრა გარე პერიმეტრზე", - ამბობს გამყრელიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტი პირბადით უნდა მივიდეს, თუმცა თავის მაგიდასთან მის მოხსნას შეძლებს. გამოცდის მიმდინარეობის დროს ფანჯრები ღია იქნება, მაგრამ, თუ ტემპერატურა 30 გრადუსამდე აიწევს, კონდიციონერს ჩართავენ. 

აბიტურიენტს პირბადე უნდა ეკეთოს - საგამოცდო ბილეთის აღების დროს, კომისიის წევრებსა და ზედამხედველებთან კონტაქტისას, თუ საკითხის გასარკვევად ზედამხედველს დაუძახებენ, ტუალეტში გასვლის დროს, ნაშრომის დასრულების შემდეგ მისი ჩაბარების დროს, კონდიციონერის ჩართვის შემთხვევაში. (დეტალურად - წაიკითხეთ აქ)

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 6 ივლისიდან დაიწყება და 25 ივლისამდე გაგრძელდება. სამაგისტრო გამოცდები 1-4 აგვისტოს ჩატარდება, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი კი 25 ივლისს. 

როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი, თუ გამოცდამდე კორონავირუსის სიმპტომები ექნება - წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები