უკანონო სახერხი საამქრო

ისანი-სამგორის რაიონში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალაქ თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

მოქალაქეს ტერიტორიაზე განთავსებული ჰქონდა როგორც ლენტური, ისე ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები. იქვე განთავსებული იყო 3,5 მ3 წიწვოვანი სახეობის ფიცარი.

"დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა დანადგარები დალუქეს.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა". – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარები