ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში

ხობის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

დღეს ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას სკოლის მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოზარდს მსუბუქი ავტომობილი ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ გადაადგილებისას დაეჯახა.

შსს-ში გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები