დააპირისპირება ლეჩხუმში

ენმ-ის წევრისა და ახალგაზრდა მწვანეების წარმომადგენლის დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრს, ოთარ სირაძესა და ახალგაზრდა მწვანეების წარმომადგენელს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს. 

ფიზიკური დაპირისპირება დღეს, 4 ივლისს მოხდა. დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს ახალგაზრდა მწვანეების წევრი, მარიამ ვაცაძე ავრცელებს. 

"დღეს, მწვანეები ვიყავით ონში ჰესების საწინააღმდეგო აქციაზე. ამ აქციაზე ასევე იყოფებოდა 2005-2008 წლებში რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი, ოთარ სირაძე. აქციაზე ახალგაზრდა მწვანეებმა გავაპროტესტეთ პარტიების აქციაზე გამოჩენა. როდესაც სახლში მივდიოდით, ეს ადამიანი და მისი ძმა მანქანით მოგვიახლოვდნენ, გვლანძღავდნენ და გვაგინებდნენ. მალევე გადმოვიდნენ მანქანიდან და ნიკოლოზ ბაქრაძეს თავს დაესხნენ, რაც ამ ვიდეოშიც ჩანს. თავდასხმა გაგრძელდა ვიდეოს მიღმაც.

იურისტებს და ჟურნალისტებს დავუკავშირდით უკვე. ნიკოლოზი ახლა კარგადაა", - წერს ვაცაძე. 

 

კომენტარები