კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა ასევე 3 პაციენტი

CNN

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა ასევე სამი პაციენტი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 951 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 828 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

საქართველოში COVID-19-ის 109 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები